– მოლდოვის რესპუბლიკას 33-ე დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ – პარტნიორობის ერთგული ვრჩებით, მაშინ როცა იგი დემოკრატიული, წარმატებული და უსაფრთხო მომავლისკენ ისწრაფვის

ენტონი ბლინკენი მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მოლდოვის რესპუბლიკას 33-ე დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. მაისში მოლდოვაში ჩემი ვიზიტის დროს, თქვენმა ურყევმა ერთგულებამ დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიმართ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ძალისხმევას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაიცვან და წინააღმდეგობა გაუწიონ უცხოურ გავლენას იმ აქტორებისგან, რომლებიც მოლდოვის არჩევნებში ჩარევასა და ევროინტეგრაციისკენ გზაზე ხელის შეშლას ცდილობენ.
„ჩვენ მოლდოვის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის და უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისას გამოჩენილი გულუხვობისთვის მადლობელი ვართ. მოლდოვასთან პარტნიორობის ერთგული ვრჩებით, მაშინ როცა იგი დემოკრატიული, წარმატებული და უსაფრთხო მომავლისკენ ისწრაფვის“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში