ენტონი ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა

ენტონი ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„კიშინიოვში, მდივანი ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტუროს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და თავდაცვის მოდერნიზაციის, ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს.
პრაღაში ყოფნისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტების განხილვა მოხდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი კიშინიოვსა და პრაღას 28-31 მაისს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ