მარკ რუტეს შეხვდა

-ის სახელმწიფო მდივანი ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონები უფრო და უფრო ერთიანდებიან. ის, რაც უკრაინაში ხდება, მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კურსი, უნდა გავზარდოთ თავდაცვის სფეროში წარმოება, მეტი უნდა გავაკეთოთ თავდაცვის ხარჯების კუთხით. მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში -ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში გვიან ღამით ჩავიდა და დღეს ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს გარდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელსა და მის შემცვლელს კაია კალასს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია