ნიკოლას მადურომ ვენესუელაში არალეგიტიმური საპრეზიდენტო ინაუგურაცია ჩაატარა, 25 მილიონ აშშ დოლარამდე ვზრდით ჯილდოს ინფორმაციისთვის, რომელიც მადუროს და მისი შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებამდე და/ან გასამართლებამდე მიგვიყვანს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
ბლინკენის თქმით, მსოფლიომ სიმართლე იცის, რომ მადურომ არჩევნები წააგო.
“დღეს, ნიკოლას მადურომ ვენსუელაში არალეგიტიმური საპრეზიდენტო ინაუგურაცია ჩაატარა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რაც სასოწარკვეთილი მცდელობაა. ვენესუელის ხალხმა და მსოფლიომ სიმართლე იციან – მადურომ ნამდვილად წააგო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და პრეზიდენტობაზე პრეტენზიის უფლება არ აქვს. შეერთებული შტატები უარყოფს ეროვნული საარჩევნო საბჭოს თაღლითურ გამოცხადებას, თითქოს მადურომ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და არ აღიარებს ნიკოლას მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად. პრეზიდენტად არჩეულმა ედმუნდო გონსალეს ურუტიამ ფიცი უნდა დადოს, და დემოკრატიული ტრანზიცია უნდა დაიწყოს. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ვენესუელაში დემოკრატიის დაბრუნებას.
ვენესუელელ ხალხთან სოლიდარობის ნიშნად, შეერთებული შტატების მთავრობა და მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორები დღეს ზომებს იღებენ. სახელმწიფო დეპარტამენტი თითოეულისთვის 25 მილიონ აშშ დოლარამდე ზრდის ჯილდოს ინფორმაციისთვის, რომელიც ნიკოლას მადუროს ან მადუროს შინაგან საქმეთა მინისტრის დიოსდადო კაბელოს დაპატიმრებამდე და გასამართლებამდე მიგვიყვანს. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ახალ 15 მილიონ აშშ დოლარამდე ჯილდოს ამატებს მადუროს თავდაცვის მინისტრისთვის ვლადიმირ პადრინო ლოპესისთვის. ჯილდოების ეს სამი წინადადება 2020 წლის მარტში გამოცხადებული უკანონო ნარკოტრეფიკში ბრალდებებიდან იღებს საწყისს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ნაბიჯებს დგამს, რათა ახალი სავიზო შეზღუდვები დაუწესოს მადუროსთან დაკავშირებულ პირებს ვენესუელაში საარჩევნო პროცესისთვის ძირის გამოთხრაში და მათი როლისთვის რეპრესიულ ქმედებებში. დღემდე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ნაბიჯები გადადგა, რათა სავიზო შეზღუდვები შემოეღო მადუროსთან დაკავშირებულ დაახლოებით 2,000 პირისთვის”, – განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ მსგავსი ზომები დღეს ასევე მიიღო კანადამ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რაც აჩვენებს “ვენესუელელ ხალხთან სოლიდარობის მესიჯს და კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო ძალისხმევებს მადუროზე და მის წარმომადგენლებზე წნეხის შესანარჩუნებლად”.