ენტონი ბლინკენი – კურსკში უკრაინის პოზიცია მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებით, ს კურსკის ოლქში უკრაინის პოზიცია გადამწყვეტია ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებისთვის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბლინკენმა ჟურნალისტებს სეულში განუცხადა.
„მათი პოზიცია კურსკში მნიშვნელოვანია, რადგან, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც გავლენას მოახდენს მომავალ წელს ნებისმიერ მოლაპარაკებებზე“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაშიც კი, ს რუსეთის პრეზიდენტის, ს წინააღმდეგ უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები მაინც დასჭირდება.
„რაღაც მომენტში იქნება ცეცხლის შეწყვეტა. ეს არ იქნება პუტინის გონებაში “თამაში დასრულებულია”. მისი იმპერიული ამბიციები დარჩება და ის შეეცდება, დასვენებას, გადაიარაღებას და საბოლოოდ ხელახლა შეტევას“, -განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ საჭიროა ადეკვატური შემაკავებელი მექანიზმი, რათა მან ეს არ გააკეთოს.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით