ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში სამშაბათს და ოთხშაბათს შეხვდება სა და პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობას. მათთან ერთად ის განიხილავს თურქეთის, იორდანიის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ს წინადადებებს.
ორშაბათს ბლინკენმა განაცხადა, რომ რამდენიმე არაბული ქვეყანა და თურქეთი მზად არიან, შეერთებულ შტატებთან ერთად გაუწიონ კოორდინაცია ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ღაზის აღდგენაზე, ტერიტორიის პოლიტიკური მომავლის განსაზღვრასა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებაზე.
თავისი მოგზაურობის ფარგლებში ბლინკენი ესტუმრა თურქეთს, საბერძნეთს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს.
ორშაბათს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, მუჰამედ იბნ სალმანთან შეხვედრაზე ბლინკენმა თქვა, რომ ტახტის მემკვიდრემ, რომელიც საუდის არაბეთის ფაქტობრივი მმართველია, ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების „აშკარა ინტერესი“ გამოხატა ღაზაში ომის დასრულებისა და პალესტინური სახელმწიფოს შექმნის მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების პირობით.
„ინტერესი არსებობს, ის რეალურია, მან შეიძლება ვითარება შეცვალოს“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
როგორც სააგენტო Associated Press-ი იტყობინება, არაბული ქვეყნებისა და თურქეთის თანხმობა, დაიწყოს ღაზის აღდგენისთვის მზადება, მათი პოზიციის ცვლილებას მეტყველებს. მანამდე ისინი უარყოფდნენ -ის მსგავს მოწოდებებს და წინასწარ პირობად ითხოვდნენ ცეცხლის შეწყვეტას და ღაზაში მყოფი პალესტინელების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბლინკენი თავის ტურნეს დაასრულებს ეგვიპტეში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება.
უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ეს ენტონი ბლინკენის მეოთხე მოგზაურობაა ახლო აღმოსავლეთში. ამერიკელი ექსპერტების თანახმად, თეთრი სახლის მთავარი მიზანია, არ დაუშვას ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის გადაზრდა რეგიონულ კონფლიქტში.