ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ -ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ეს მისი მეოთხე ვიზიტი რეგიონში,
ისრაელის შემდეგ კი ის დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეს ეწვევა. ისრაელში ჩასვლამდე, ბლინკენმა განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უფრო ფართო, რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. მისივე თქმით, პალესტინელებს ღაზის დატოვება არ უნდა აიძულონ და მათ საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, როგორც კი შესაბამისი პირობები შეიქმნება.