ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელშია. ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, თელ-ავივში უკვე მეოთხედ ჩავიდა. მანამდე კი, ის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმყოფებოდა. -ის მთავარი დიპლომატის ვიზიტების მიზანი, კონფლიქტის შეკავება და მისი გაუვრცელებლობაა.
„ყველგან, სადაც მივედი, ვნახე ლიდერები, რომლებიც მოწადინებულნი არიან, რომ თავიდან აირიდონ კონფლიქტის გავრცელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ ესკალაციის შესაჩერებლად, კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად. რეგიონის მომავალი ინტეგრაცია უნდა იყოს, ამისთვის კი, პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა შეიქმნას.
ყველას, ვისაც ვესაუბრე, ესმის, რომ ეს მარტივი არ იქნება. ჩვენ ყველაფერს ვიაზრებთ, ვიცით, რომ ეს უცებ, ერთ საათში ვერ მოხერხდება, მაგრამ ერთად მუშაობაზე შევთანხმდით. მზად ვართ, რთული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, -აღნიშნა ბლინკენმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ