ისრაელს ეწვევა

-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელს 4 თებერვალს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლინკენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ისრაელის მედიაში კვირის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა მხოლოდ ახლა მოხდა -ის მხრიდან მისი დადასტურება.
წყაროს ინფორმაციით, ბლინკენის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებასა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე აშშ-ის მხრიდან დამატებით ზეწოლაზე ომის შემდეგ ღაზას მმართველობის თემასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება. ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან… იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან