ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი ისრაელის თავდაცვის უფლებას, ღაზას მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარების გზებს განიხილავს.
მთლიანობაში, 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელის გარდა, ბელგიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა.
„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს რეგიონში ბლინკენის მესამე ვიზიტი იქნება.