ენტონი ბლინკენი ისრაელის წარმომადგენლებს მიმართავს: “მიუღებლად მაღალია“ ღაზის სექტორში მოკლულთა რიცხვი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 16 ივლისს ს ორ მაღალი რანგის წარმომადგენელს აცნობა „მიუღებლად მაღალი“ რაოდენობის მსხვერპლის შესახებ სამოქალაქო მოსახლეობაში ალყაშემორტყმული ღაზის სექტორის ისრაელის მიერ დაბომბვის შედეგად.
ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბლინკენის პრეს-მდივანმა.
ბოლო დღეებში ისრაელის სამხედროებმა რამდენიმე სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს სხვათა შორის ლტოლვილთა ბანაკზე და გაეროს რამდენიმე სკოლაზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს.
ამის საპასუხოდ, ჰამასმა, რომელიც -ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამოდის, რის შედეგადაც ზავის და მძევალთა განთავისუფლების პერსპექტივა კიდევ უფრო შემცირდა.
2024 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის და პალესტინელთა სხვა რაზმების თავდასხმის შედეგად ისრაელის სამხრეთის არეალში, ისრაელის მონაცემებით, 1200 ისრაელელი და უცხოელი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა ხუთნახევარი ათასია.
შემდგომში ისრაელის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციების და დაბომბვების შედეგად, პალესტინის ავტონომიის ჯანდაცვის უწყების თანახმად, დაღუპულია 38 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 90 ათასს მიუახლოვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ