ენტონი ბლინკენი იორდანიიდან კატარში ჩაფრინდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იორდანიიდან კატარში ჩაფრინდა. ვიზიტით ის აგრძელებს რეგიონულ ტურს ისრაელ-ჰამასის ომის განსახილველად.
ბლინკენი ჯერ დოჰაში ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის შეხვდა, შემდეგ კი პრემიერმინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე და ეგვიპტეში გააგრძელებს ვიზიტებს.