ენტონი ბლინკენი იოავ გალანტს – რაჰაფში სახმელეთო შეტევის განხორციელების ალტერნატივები არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ს თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის ალტერნატივები, რომელიც უკეთ უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას და დაიცავს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას, – ინფორმაციას The Times of Israel-ი -ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
იოავ გალანტი ვაშინგტონში წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, პენტაგონის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის მიწვევით იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ მისი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის ვაშინგტონში გაგზავნაზე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო არ დაადო.

ასევე დაგაინტერესებთ