აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ ეს ვიზიტი ბლინკენის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში შედგა – სწორედ თურქეთიდან დაიწყო მან აღნიშნული ტურნე.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო მდივანი სტამბოლში შეხვედრებს შაბათს, 6 იანვარს გამართავს. მოსალოდნელია, რომ შეხვედრა მასსა და თურქეთის პრეზიდენტს შორისაც შედგება.
თურქეთის შემდეგ კი ბლინკენი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა.
