ენტონი ბლინკენი – ველით, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში უახლოეს დღეებში ჩაერთვებიან – კურსკში 8 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება

შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთის კურსკის ოლქში მყოფი ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში უახლოეს დღეებში ჩაერთვებიან, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან და მათ სამხრეთ კორეელ კოლეგებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთში 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის 8 000 კურსკის ოლქში.
ბლინკენის განმარტებით, რუსეთი წვრთნის ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს არტილერიის, უპილოტო საფრენ აპარატების გამოყენებასა და ძირითად ქვეით ოპერაციებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სრულად აპირებენ გამოიყენონ ისინი წინა ხაზის ოპერაციებში.
„ისინი გახდებიან ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები, თუ ბრძოლის ველზე. შევლენ. ჩვენ ჯერ არ გვინახავს ეს ჯარები უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში განლაგებული, მაგრამ მოველით, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება”, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების უკრაინის წინააღმდეგ “ხორცსაკეპ მანქანა” ომში გამოყენება “სისუსტის აშკარა ნიშანია”.

ასევე დაგაინტერესებთ

“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)

ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე – პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა