ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება, – ამის შესახებ განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„წინა კომუნიკაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, 10 ივლისს ვაშინგტონში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტს დაესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია