ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება, – ამის შესახებ განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„წინა კომუნიკაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, 10 ივლისს ვაშინგტონში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და -ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტს დაესწრებიან.