ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდულ-ფათაჰ ალ-სისისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბადრ აბდელატთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ცნობისთვის, გუშინ, ენტონი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაუდასტურა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას ეთანხმება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება