ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

-ის სახელმწიფო მდივანი, ახლო აღმოსავლეთს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ენტონი ბლინკენის ვიზიტი კვირას დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება.
ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ დიპლომატიური მისიის დიდი ნაწილი „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას დაეთმობა.
ცნობისთვის, ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის მეხუთე ვიზიტი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს