ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, „ჰამასზე“ ზეწოლა მოახდინონ, რათა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდეს

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდებს, რომ „ჰამასზე“ ზეწოლა მოახდინონ, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდეს.
„რეგიონის მთავრობებისთვის ჩემი გზავნილია… თუ ცეცხლის შეწყვეტა გსურთ, მოახდინეთ ზეწოლა „ჰამასზე“, რომ „დიახ“ თქვას“, – განაცხადა -ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენმა კაიროში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ს მიერ წარდგენილი ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი წინადადება საუკეთესო გზაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის, მძევლების გათავისუფლებისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
„მე მტკიცედ მჯერა, რომ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, იქნება ეს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე თუ ღაზაში… ნამდვილად სურს სჯეროდეს მომავლის, სადაც ისრაელელები და პალესტინელები მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
შეგახსენებთ, ეგვიპტეში დღეს ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის შეხვდა, ხოლო მოგვიანებით, იგი ისრაელში, პრემიერ-მინისტრ ს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”