ენტონი ბლინკენი – აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება TOW-ის ტიპის რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება TOW-ის ტიპის რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო მდივანი, .
ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინის დასახმარებლად ს მიერ გამოცხადებული 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის ფარგლებში პენტაგონი საკუთარი მარაგებიდან ს 1.25 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას გადასცემს.
სამხედრო დახმარების პაკეტი უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, მიწა-ჰაერი კლასის საბრძოლო მასალებს, ჯაველინისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, TOW-ის ტიპის რაკეტებსა და სხვა სახის შეიარაღებას მოიცავს.
„აშშ და 50-ზე მეტი ქვეყანა გაერთიანებულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას რუსული აგრესიისგან დასაცავად საჭირო შესაძლებლობები ჰქონდეს“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით