არ მოისვენებს მანამ, სანამ ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, აცხადებს, რომ არ მოისვენებენ, სანამ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება.
„ღაზაში ტყვეობის 100 დღე ძალიან გრძელია. არ მოისვენებს მანამ, სანამ ყველა დარჩენილი მძევალი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, საყვარელ ადამიანებთან არ დაბრუნდებიან“, – წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.
მანამდე, მძევლებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, რომლის თქმითაც, შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობს იმისთვის, რომ ღაზაში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, შინ დაბრუნდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი