ენტონი ბლინკენის განცხადებით, პალესტინური სახელმწიფოს შექმნისკენ გზის ჩამოყალიბება საუკეთესო საშუალებაა რეგიონის სტაბილიზებისა და ირანის იზოლირებისთვის

პალესტინური სახელმწიფოს შექმნისკენ გზის ჩამოყალიბება საუკეთესო საშუალებაა რეგიონის სტაბილიზებისთვისა და ირანის იზოლირებისთვის. ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან შეხვედრის შემდეგ რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ორი გზის წინაშე დგას.
“[პირველის შემთხვევაში ვნახავთ] ინტეგრირებულ ისრაელს, უსაფრთხოების გარანტიებითა და ვალდებულებებით რეგიონის ქვეყნებისგან, ისევე როგორც შეერთებული შტატებისგან, და პალესტინურ სახელმწიფოს – როგორც მინიმუმ გზას ამ სახელმწიფომდე მისასვლელად.
მეორე გზაა გავაგრძელოთ, ვუყუროთ ტერორიზმს, ნიჰილიზმს, „ჰამასის“, „ჰუსიტების“, „ჰეზმოლას“ მიერ ნგრევას, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს.
პირველ გზას თუ გავყვები… ეს საუკეთესო გზაა ირანისა და მარიონეტების იზოლირებისთვის, მარგინალიზებისთვის, რომლებიც ამდენ პრობლემას ქმნიან – ჩვენთვის და პრაქტიკულად ყველა დანარჩენისთვის რეგიონში”, – განაცხადა ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო