RMC-ის ცნობილმა სპორტულმა მიმომხილველმა და ბლოგერმა დანიელე რიოლომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მას არ მოსწონს ის ფაქტი, რომ პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ქართველს მარჯვენა ფლანგზე აყენებს, რადგან სჯერა, რომ მის საყვარელ მარცხენა ფლანგზე უფრო პროდუქტიული იქნება.
რიოს თქმით, ენრიკე თავის მოთამაშეს ცუდ სამსახურს უწევს, როდესაც ბუნებრივი პოზიციიდან გადაჰყავს. მისვე განცხადებით, ქართველი ფეხბურთელი თავის ნიჭს მარცხენა ფლანგის გარდა სხვაგან ვერსად გამოავლენს.
“არსებობს რაღაც გადაწყვეტილებები, რომელიც ყოველთვის მაწუხებს. არასდროს მჯეროდა, რომ მთავარი კოლექტივია. გარკვეულ მომენტში გარკვეული ინდივიდები უფრო ძლიერები არიან. მაგალითად, დემბელე საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს, რადგან პსჟ საუკეთესო ფორმაში იყოს. კვარას მარცხენა ფლანგზე თამაში სჭირდება და არა მარჯვენა ფლანგზე.
ლუის ენრიკე მრავალფეროვნებაზე საუბრობს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. რაც არ უნდა ბრწყინვალე იყოს, მას ყველას ტრანსფორმაცია არ შეუძლია.
როდესაც ხვიჩა მარჯვენა ფლანგზეა, ჩემთვის მისი მაჩვენებელი 0.75-ია, როდესაც ის მარცხენა ფლანგზეა, თავის პოზიციაზე, მაჩვენებელი 1-ია. ამ დროს თავის თავს ეკუთვნის და საუკეთესო მონაცემებს ავლენს. როდესაც ის მარჯვენა ფლანგზეა, თითქოს მეოთხედს ართმევ”, – თქვა რიოლომ L'After Foot-ში.
საინტერესოა, რომ ციფრები ლუის ენრიკეს პოზიციას ადასტურებს. Transfermarkt-ის თანახმად, კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე 12 მატჩში 5 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა აქვს, ხოლო მის საყვარელ ფლანგზე 27 მატჩში 5 გოლი და 7 ასისტი.
· Gio არ არის სწორი ტრანსფერმარკტის მონაცემები – ნომინალურად მარჯვენა ფლანგს ითვლის. თუ შეხვედრაში მარცხენა ფლანგიდან გაიტანს, ნომინალურ მარჯვენას ჩაეწერება.
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი – “ვილიარეალი” “პაფოსთან” დამარცხდა
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. “კვარა” გადარჩა, ჰაკიმი – ვერა
“იუვენტუსში” მყავს ფეხბურთელი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მახსენებს” – ლუჩანო სპალეტი
“მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით” – ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. “კვარა” გადარჩა, ჰაკიმი – ვერა
პსჟ მძიმე სიტუაციაშია – კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
ხვიჩას სარეკორდო მოქმედება, შვება და ლუის ენრიკეს ქათინაური – “ეკიპი” მაინც თავისას ამტკიცებს
დიდი მატჩები იწყება – “ლივერპულის” და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს – ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
“კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა” – ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკემ “კვარას” ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა
რას უპირებს ენრიკე ზაბარნის საშინელი მატჩის შემდეგ – კომენტარი ქალთა გუნდის ყოფილმა მცველმაც გააკეთა
“მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა” – ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია




