i Paper-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მომავალი სეზონიდან გუნდის ჩაბარებას პსჟ-ის ამჟამინდელ დამრიგებელ ლუის ენრიკეს სთავაზობდა, თუმცა ესპანელი სპეციალისტისგან უარი მიიღო.
55 წლის მწვრთნელს პარიზელებთან კონტრაქტის გაგრძელება და მომავალ სეზონშიც “პარკ დე ფრანსზე” მუშაობა სურს. მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით ის ფრანგულ გრანდში 2027 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ამჟამად სათავეში დროებით სეზონის ბოლომდე მაიკლ კერიკი უდგას და თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გავა, ენრიკეს უარის შემდეგ დიდია ალბათობა იმისა, რომ მას სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებენ.