ენმ-ს ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების დაპირისპირება გრძელდება – ლევან ხაბეიშვილი ვარდების რევოლუციის 20 წლის თავზე, პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვას აანონსებს

23 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობა”, “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავის აღნიშვნას და დიდ შეკრებას გეგმავს. ამ დღეს პარტიას დაანონსებული აქვს ახალი გადაწყვეტილებების გამოცხადება.
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეებმა მუქარად მოქმედი თავმჯდომარის განცხადება აღიქვეს, რომელიც მან ყოფილის მიმართ გააკეთა. ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთ ტელე-ეთერში, ს პარტიიდან გაშვება ფაქტობრივად დააანონსა. არც ის გამორიცხა, რომ ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება 23 ნოემბერს გაფორმდეს, სწორედ მაშინ, როდესაც პარტია ს ერთობის მანიფესტის გასაჯაროებას აპირებს.
თავმჯდომარის ამ განცხადების მიუხედავად, მისივე თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ ხაბეიშვილი მელიას გარიცხვას არ აპირებს. “ნაციონალური მოძრაობის” ახალ მენეჯმენტში ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილმა სხვა რამ იგულისხმა. მათი განმარტებით, საუბარია მანიფესტზე, რომელსაც მელია ხელს თუ არ მოაწერს, საკუთარი გადაწყვეტილებით, ბუნებრივად ჩამოშორდება პარტიულ პროცესებს.
მოაწერენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის მანიფესტს ხელს, ჯერ არ იციან, ნიკა მელიას თანამოაზრეებს აქვთ ეჭვი, რომ ამ დოკუმენტს თავად ახალი მენეჯმენტის გარკვეული ნაწილიც არ შეუერთდება. ყოფილი თავმჯდომარის მხარდამჭერები ხაბეიშვილის განცხადებას არასერიოზულად აღიქვამენ და აქცენტს კვლავ პარტიაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე აკეთებენ.
როგორ იმოქმედებს პარტიის ახალი მენეჯმენტი – ყოფილ წევრებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუმცა, ხატია დეკანოიძის თქმით, თუკი ხაბეიშვილი მელიას გარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს “ნაციონალურ მოძრაობაზე” უარყოფითად აისახება.
“ნაციონალური მოძრაობის” მომავალზე პროგნოზის გაკეთება არ უჭირს სახელისუფლებო გუნდს. “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი პარტიას დაშლამდე მიიყვანს, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს.
გარიცხავენ თუ თავად წავა – რა ელის ნიკა მელიას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაირკვევა, მანამდე ცნობილია, რომ ყოფილი თავმჯდომარე პარტიიდან გასასვლელად თავად უკვე რამდენიმე თვეა ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში

ოპოზიციის გეგმის არარსებობა ერთი რამის შედეგია – მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ