ენმ-ს კარი ყველასთვის ღიაა – ჯაფარიძე გირჩთან გაერთიანებაზე

ტაბულას კითხვაზე, გამორიცხავენ თუ არა ს გირჩთან გაერთიანებას, ენმ-ს წევრმა მ თქვა: “არავისთან ერთობას არ გამოვრიცხავ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კარი არის ყველასთვის ღია”.
აქამდე, მიხეილ სააკაშვილმა პარტიების გაერთიანების აუცილებლობასთან დაკავშირებით აღნიშნა: “გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ იაგო ხვიჩიას გირჩთანაც”.
“ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების – ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას გირჩი.” – თქვა სააკაშვილმა.