ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 3 მარტს შეგროვებულ ხელმოწერებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადასცემენ.
“ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება და დაასრულოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს – ჩვენ დღეს გვაქვს შანსი, დავასრულოთ ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი პოლიტიკური პატიმრობა. პირველ მარტს ამ საათზე ჩვენ ყველა ერთად სალომე ზურაბიშვილს გადავცემთ ქვეყნის მასშტაბით შეგროვებულ ხელმოწერებს”- თქვა სოფო ჯაფარიძემ.