ენმ ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას იწყებს

ერთიან ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს. ეს პარტიის ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე თქვა.

ბეჟაშვილის თქმით, სარჩელი შევა რამდენიმე ეტაპად – პირველი გასაჩივრდება წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიის დასკვნა, მეორე ეტაპზე გასაჩივრდება ის კანონები, რომლითაც ქართული ოცნება პარტიებს კრძალავს, მესამე ეტაპზე კი სარჩელი შეეხება საკუთრივ ქართულ ოცნებას.

ბეჟაშვილის თქმით, ამ პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელებაში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეექმნა კანონმდებლობა,ს ადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. იდევნებიან რიგითი პროტესტანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიებზეც მიდგა. ამიტომ, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი ქართული ოცნების საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელიც მიტაცებულია და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამათლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე”- თქვა ბეჟაშვილმა.