ენმ-მ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და ს მხარდამჭერები მისი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.
ამის შესახებ დღეს, 16 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, მ განაცხადა.
„მაშინ, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ქართულ პოლიტიკას. მაშინ, როცა ქართველ ხალხთან ერთად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას დასრულდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობა – ვფიქრობ, რომ დროა საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება – გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრობიდან მიხელ სააკაშვილი. როდესაც მან ყველაზე კარგად იცის, თუ ვის ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა – მხოლოდ მტრის ინტერესებს და ეს არის ერის ღირსების შელახვა.
დღეიდან , მთელი საქართველოს მასშტაბით, “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს, ყველანი ჩავერთოთ, რადგანაც დღეს, თითოეული ჩვენგანი ქმნის შესაძლებლობას გადაიდგას რეალური ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
სოფო ჯაფარიძის თქმით, ისინი შეგროვებულ ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირველ მარტს გადასცემენ.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 2021 წლის ოქტომბერში ონლაინპეტიციაც იყო შექმნილი. მაშინ პეტიციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ, მათ შორის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ