ენმ: ლევან ვარშალომიძე თავისუფალია

ლევან ვარშალომიძე თავისუფალია – ინფორმაციას “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ანთაძე ადასტურებს. მისი თქმით, ამ წუთებში ყაზახეთში იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, ლევან ვარშალომიძე რუსეთის უკანონო მოთხოვნის საფუძველზე გუშინ, ყაზახეთში დააკავეს. დღეს ის თავისუფალია, მაგრამ მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე ამოიწურება ეს უსიამოვნო სიტუაცია ჩვენ მეგობარ ყაზახებთან და ლევან ვარშალომიძე დროზე დაბრუნდება საქართველოში” – ლევან ანთაძე. 

“ტვ პირველი” ვარშალომიძის კიდევ ერთ თანაგუნდელს, ელგუჯა ბაგრატიონს ესაუბრა. მისი თქმით, “რუსეთში ექსტრადირების საკითხი, ამ ეტაპზე, 99%-ით მოხსნილია”.

“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე გუშინ 18 მარტს დააკავეს.  პოლიტიკოსი ყაზახეთში იმ დროს დაკავეს, როდესაც აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ