ენმ-ის ხუთივე დეპუტატმა ჭიათურაში პარტია დატოვა

ჭიათურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხუთივე წევრმა პარტია დატოვა.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გოგი ჩიკვილაძემ განაცხადა, პარტიის დატოვების საფუძველი ახალი მენეჯმენტი გახდა, „ბოლო წვეთი“ კი ს საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარეობიდან დარეჯან ცხვიტარიას გადაყენება გახდა.
„ახალმა მენეჯმენტმა ვერ მოახერხა ის, რომ პარტია გაერთიანებულიყო. თუ სხვა გზა აღარ რჩება, სჯობს გაეცალო ამ ვითარებას და იბრძოლო არსებული რეჟიმის წინააღმდეგ სხვა პლატფორმიდან ან სხვა სიტუაციიდან“, — განაცხადა ჩიკვილაძემ.
ენმ-დან წასული დეპუტატები მანდატებს არ ტოვებენ და აცხადებენ, რომ საკრებულოში მუშაობას ახალი ფრაქციის სახელით გააგრძელებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ს საკრებულოს 7-მა წევრმა და 14-მა დეპუტატმა ზუგდიდის საკრებულოდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ანატოლი გიგაურის ადვოკატი – ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს – მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა არის, მაინც იმისკენ ვიხრები, რომ ან გაამართლებს ან გაამტყუნებს

ლევან სანიკიძე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე – ბიძინა ივანიშვილი რომ სანქცირებულია, მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა და გაეყინა, ახლა დაკავებულია ამ მოპარული, „ქეში“ ფულის ამოღებით