ენმ-ის წევრი: შექმნეს ყალბი პროფილი და დაწერეს, თითქოს უკრაინის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრის დათო ხომერიკის თქმით, მისი სახელით ყალბი პროფილი შექმნეს და ერთ-ერთ გვერდზე დააკომენტარეს, თითქოს უკრაინის ნაკრებს გულშემატკივრობდა.
ხომერიკი ამბობს, რომ ეს ფეიკი ქართულმა ოცნებამ შექმნა, შემდეგ კი სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს.
“გუშინ, საინფორმაციო საშუალებებმა – იმედმა და პრაიმ ტაიმმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, თითქოს და მე, დათო ხომერიკმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე დავტოვე კომენტარი, სადაც აღვნიშნავდი, რომ ვგულშემატკივრობდი უკრაინის ნაკრებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.
აღნიშნული გვერდი შექმნილია ქართული ოცნების მიერ და ფეიქ ექაუნთიდან დაწერეს აღნიშნული კომენტარი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც მე ფეისბუქის გვერდზე ავტვირთე. მე, დათო ხომერიკი ვერასდროს ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრების მეტოქეს და ჩვენს ბიჭებს ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს”, – თქვა ხომერიკმა.
ის პირად გვერდზე დამადასტურებელ სქრინებსაც აქვეყნებს:
ნაციონალური მოძრაობა
დათო ხომერიკი

ასევე დაგაინტერესებთ