ენმ-ის წარმომადგენლებს პლაკატების გაკვრის დროს რამდენიმე პირი თავს დაესხა

ოზურგეთში ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს რამდენიმე პირი თავს დაესხა.

ოპოზიციონერებს პლაკატების გაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

გაერთიანებაში ამბობენ, რომ თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი ჭიდაობის გურიის ფედერაციის პრეზიდენტი გუგა ცინცაძეა.
ოპოზიციის წარმომადგენლებზე მორიგი თავდასხმა გურიაში გვიან ღამით მოხდა.