ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოს 20 ადამიანი დაემატა. სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. ამ ადამიანებს შორის არიან ისინი ვინც ძველი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში იყვნენ და არიან ახალი სახეებიც:
ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გიგი კუბლაშვილი, სევდია უგრეხელიძე, ნიკა ჭურაძე, მაია ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე, ალექსანდრე კრევო ასათიანი, ნატალია მჭედლიშვილი, ბესო ქათამაძე, მამუკა ყურაშვილი, იგორ ნარმანია, ალიკა კუპრავა, ლევან ფერაძე, ბაკურ მგელაძე, თემურ ცამციშვილი, ნიკა ობოლაძე, ირაკლი გიორგობიანი.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად შემდეგ ყრილობაზე გაფორმდება. ხაბეიშვილმა ძველი პოლიტიკური საბჭოს წევრებსაც მიმართა, ყველამ მოაწეროს ხელი ერთობის მანიფესტს, “დაივიწყონ ყველანაირი პირადული” და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შესაბამისად, იბრძოლონ ერთად:
“კონკრეტული ადამიანები, ვინც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერთობა მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არის მთავარი და შესაბამისად, შემოუერთდებიან ერთობის მანიფესტს, ეს კარი რჩება ღიად. მათ შეუძლიათ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ამ ადამიანებთან და შესაბამისად, შემდეგ ყრილობამდე, მე დარწმუნებული ვარ რომ პოლიტიკური საბჭო კიდევ უფრო გაფართოვდება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ შემდეგი ყრილობისთვის ეს საკითხები უკვე აღარ განიხილება და იქნება დახურული.” – განაცხადა ხაბეიშვილმა.