ენმ-ის პოლიტსაბჭოს 20 წევრი დაემატა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა.
ესენი არიან:
· ეკა წამალაშვილი,
· გია ჭანტურია,
· ნიკოლოზ ვაჩეიშვილი,
· გიგი კუბლაშვილი,
· სევდია უგრეხელიძე,
· ნიკა ჭურაძე,
· მაია ჯავახიშვილი,
· მერაბ ჯანელიძე,
· ალექსანდრე კრევო ასათიანი,
· ნატალია მჭედლიშვილი,
· ბესო ქათამაძე,
· მამუკა ყურაშვილი,
· იგორ ნარმანია,
· ალიკა კუპრავა,
· ლევან ფერაძე,
· ბაკურ მგელაძე,
· თემურ ცამციშვილი,
· ნიკა ობოლაძე,
· ირაკლი გიორგობიანი,
· ივანე პეტრიაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წინა მოწვევის პოლიტსაბჭოს ყველა წევრისთვის კარი რჩება ღია. მინდა მოვუწოდო თითოეულ მათგანს: ჩემო ძვირფასებო, ყველანაირი პირადული უნდა დაივიწყოს ყველამ, ყველამ ერთად ხელი ჩავკიდოთ მანიფესტის შესაბამისად და ვიბრძოლოთ ერთად“, — განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.
დღეს, 29 ნოემბერს, ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრები ენმ-ის მანიფესტზე ხელმოწერის შემთხვევაში პოლიტსაბჭოში დაბრუნებას შეძლებენ.
ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი ზუგდიდის, ჭიათურის, ხობის, ამბროლაურის, ქუთაისის, კასპის, ს, მცხეთის, ახალციხის და მარნეულის საკრებულოებიდან, ასევე თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები. აღნიშნულს წინ უძღოდა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომ ნიკა მელია აღარაა პარტიის წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!