ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზაზა გოგავა აირჩიეს | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა თანაპარტიელებს

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ზაზა გოგავა აირჩიეს. ეს გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა მიმდინარე ყრილობაზე მიიღეს. ამავე ყრილობაზე წაიკითხეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ს წერილიც, რომლითაც ის პარტიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:
“რა თქმა უნდა, ოლიგარქიული რუსული რეჟიმი, როგორც გვპირდებოდა ერთიანი ნაციონალური რეჟიმის დაშლას შეეცადა. ზუსტად იმ სცენარით თან, რომელიც ში იანუკოვიჩმა გამოიყენა მთავარი ოპონენტის იულია ტიმოშენკოს პარტიის წინააღმდეგ. თვითონ იულია ჩასვეს ციხეში, ხოლო მისი პარტიის ლიდერებს შორის სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის ოლიგარქიული ფინანსური საშუალებების გამოყენებით ჩამოაგდეს უთანხმოება. ჩვენთან მას ეს არ გამოუვიდა, დროებით დაგვაზარალა, მაგრამ საკმარისი დრო გვაქვს შეკრული გუნდით და კარგად განსაზღვრული მიზნებით გამარჯვების მოსაპოვებლად. მაგრამ ჩვენ ახლა კი არ უნდა ვწუწუნებდეთ, ჩვენმა ოპონენტმა ასე ქნა თუ ისე ჩაიდინა, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ, ჩვენ რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა გადავლახოთ დაბრკოლებები და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების განათლებას უცხოეთში, უკან დაბრუნების აუცილებელი პირობით. მეორე ფონდი მოხმარდება ემიგრანტების დაბრუნების წახალისებას, მათ მიერ საკუთარ ქვეყანაში ბიზნესების დაწყებას; მესამე ფონდი მოხმარდება 55 წელზე უფროსი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების სტიმულირებას, ვინაიდან ამ ასაკში განსაკუთრებით ჭირს ახალი საქმის დაწყება და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, როგორც თვითონ ადამიანების ასევე დამსაქმებლების წახალისება.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.