ენმ-ის თავმჯდომარის პოზიცია პრეზიდენტის გეგმაზე, არჩევნებამდე წარადგინოს მომავალი მთავრობა

“ჩვენ ერთგული ვართ ქართული ქარტიის და სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად ს შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას“, – განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ, მომავალი ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით.
“ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პარტია, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი ქართული ქარტიისა, რომელიც არის გზამკვლევი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, იმ ევროპული დღის წესრიგის და რეფორმების, რომელიც კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს დროში უნდა გაატაროს, ჩვენ ერთგული ვართ ქართული ქარტიის და სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად ჩვენ არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას“, – განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ, ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით.
12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ინტერპრეტაციები მოჰყვა “ქართული ქარტიის” ბოლო წინადადებას, რომლის მიხედვით, მთავრობას, რომელიც სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, პრეზიდენტი წარადგენს. შესაბამისად, ამ ინტერპრეტაციების გასაფანტად, მან პარტიებს მოუწოდა, კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ქარტიის ყველა სიტყვას ეთანხმებიან.
“მე ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა. საზოგადოების დაკვეთა არ არის, რომ პოლიტიკოსებმა გადაინაწილონ მანდატები და შექმნან მთავრობა ამ გარდამავალ ეტაპზე. ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იქნება პასუხისმგებელი, რომ ქარტიის პირობები შეასრულოს და ამ რამდენიმე თვეში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ ევროპის კართან.
ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და წარდგენა უნდა მოხდეს არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.