ენმ-ის განცხადებით, კარდანახში მათ ლიდერებს თავს დაესხნენ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, გურჯაანის სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მათ ლიდერებს თავს დაესხნენ.
პარტიის ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს, რის შემდეგაც ის ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს.
„მე ექიმი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყევის ყველა სიმპტომი ადგილზეა, სახეზე მატყობთ მარჯვენა მხარეს ასიმეტრიას, მაქვს სერიოზული ჰემატომა. რაც შეეხება ქალა ძვლების მოტეხილობას ჯერ არ ვიცი, კომპიუტერული ტომოგრაფია გადაღებულია და ველოდები პასუხს, რის მიხედვითაც გადაწყდება დამტოვებენ საავადმყოფოში თუ გამიშვებენ სახლში სამკურნალოდ.“-
განაცხადა ლევან მეტრეველმა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ს განცხადებით, მათ თავს 10-მდე პირი დაესხათ.
„ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ კარდანახში, გურჯაანის რაიონში მთელი დღის მანძილზე ვმართავდით შეხვედრებს. ხალხს უნდა ცვლილებები, ხალხს უნდა აღმშენებლობა და არ სურს ეს ზიზღი, პროვოკაციები. ასეთი შეხვედრის დროს ტიტუშკების რაზმი , სადღაც 10 კაცი, შეიძლება ცოტა მეტი, დაგვესხა თავს. მათ სცადეს, რომ ხელი შეეშალათ შეხვედრის ჩატარებაში, შეხვედრა მაინც ჩატარდა თუმცა, რა თქმა უნდა მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელის შეშლას, ხალხის რეაქციის გამო მათ მოუწიათ უკან დახევა , თუმცა სანამ უკან დაიხევდნენ მანამდე მოახერხეს და ზიანი მიაყენეს ჩვენს ერთ-ერთ წევრს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ