“ენმ–თან იქნება კოალიცია, ოღონდ ენმ არ იქნება არაფრის ცენტრში” – ჯაფარიძე

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ტვ პირველთან ამბობს:
ან უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ხელისუფლებასთან შესაძლებელია რაღაც ტიპის ალიანსი და ეს ხელისუფლება შეიძლება გაკეთილშობილდეს და ჩვენ მოვიპოვოთ მეტი თავისუფლება, ეს ქვეყანა დაადგეს სწრაფი განვითარების გზას… მე ამის არ მჯერა, იმიტომ, რომ ამათ ხელში არის მთელი ძალაუფლება და ერთადერთი, რაც აინტერესებთ ამ ძალაუფლების შენარჩუნება არის და არიან მატყუარა, გადამგდები ხალხი – ჩვეულებრივად რუსული ბუნების მატარებელი. არ მჯერა, რომ მათთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა შესაძლებელია მეტი თავისუფლებისკენ ნაბიჯი გადაიდგას.
კი, ბუნებრივად ნიშნავს, რომ ვთამაშობ ოპოზიციურ ფლანგზე და კი, მომავალში განვიხილავ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან იქნება რაღაც ტიპის კოალიცია, ოღონდ ენმ არ იქნება არაფრის ცენტრში, ენმ-ის მოუწევს კოალიციაში ყოფნა. ენმ-ს ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მოუწევს ძალიან კონკრეტულ დათმობებზე წასვლა, მის ხელში ვერ იქნება, მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურები.”

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული