ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ბათუმში პარტიის რამდენიმე წევრის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ “სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული” პარტია არ არის.
“მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მიუხედავად მათი დიდი წვლილისა, ესენი ყოფილიყვნენ მთავარი ფაქტორი იმ შედეგისა, რაც ბათუმში და აჭარაში იდებოდა. და ზოგადად, ნაციონალური მოძრაობა არ არის სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული პარტია, ნაციონალური მოძრაობა არის თავისი ამომრჩევლების პარტია”, – განაცხადა მან.
დღეს ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა, მათ შორის გიორგი კირთაძემ პარტია დატოვეს. ჯამში, ნაციონალური მოძრაობა ბათუმში პარტიის 8 წევრმა დატოვა. მათ შორის არიან საკრებულოს 7 დეპუტატი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გიორგი კირთაძე.
აღსანიშნავია, რომ გიორგი კირთაძემ პარტიის მიერ 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ მანიფესტს ხელი არ მოაწერა. ის ამბობდა, რომ ჩანაწერს, რომელშიც ენმ-ის ამჟამინდელი პოლიტიკური საბჭოს ლეგიტიმურობაზეა საუბარი, არ ეთანხმება.