ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, საჭიროა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ საქმისწარმოება ქართულ ენაზეა და აფხაზეთში აფხაზურადაც – ქარიშხალია ჭიქაში, ბოროტი განზრახვით დატრიალებული

ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, საჭიროა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ საქმისწარმოება ქართულ ენაზეა და აფხაზეთში აფხაზურადაც – ქარიშხალია ჭიქაში, ბოროტი განზრახვით დატრიალებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ქართული ენა საჭიროა, ვინაიდან სამართალწარმოება სწორედ ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ამ კითხვას მხოლოდ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი დასვამს.
მისი განცხადებით, თემასთან დაკავშირებით, ჭიქაში ქარიშხალია ბოროტი განზრახვით დატრიალებული, თუმცა, თუ საკმარისი არ არის კანონში ჩანაწერი, მისი თქმით, შესაძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამატება.
“ერთხელ და სამუდამოდ ზოგიერთი დილეტანტის გასაგონად.საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”, მუხლი 7:
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შერჩევისას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ითვალისწინებენ კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც უნდა შეეფერებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს. – ვააჰ, ენის ცოდნა არ ყოფილა საჭირო თურმე?
ასე მხოლოდ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი იკითხავს. რა თქმა უნდა საჭიროა, სამართალწარმოება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც აღნიშნულია, რომ საქმისწარმოება ქართულ ენაზეა და აფხაზეთში აფხაზურადაც. არ არის საკმარისი? საკმარისია, რა თქმა უნდა. თუ არ არის საკმარისი ჩავამატოთ, მაგრამ ასე ბევრ სხვა კანონში გვექნება ჩასამატებელი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის მაგალითზე გიჩვენეთ. ქარიშხალია ჭიქაში, ბოროტი განზრახვით დატრიალებული.” – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს