ენერგო პრო, TAV-ი, თელასი.. – საქართველოს TOP-10 ინვესტორი კომპანია

წინა წელთან შედარებით ინვესტიციები ყველაზე მეტად დამმუშავებელ მრეწველობაში შემცირდა, რაც სავარაუდოდ, შარშან წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მსხვილ გარიგებას უკავშირდება, რომლითაც სინგაპურულმა კორპორაცია Indorama-მ “რუსთავის აზოტის” ქარხანა შეიძინა, 2024 წლის I კვარტალში კი მსგავსი მასშტაბის გარიგება არ დაფიქსირებულა.
BMG-იმ საქსტატისგან 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით გამოითხოვა, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული. პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი, 79 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო, შესაბამისად, სწორედ აღნიშნულ სექტორში მოღვაწე კომპანიები იკავებენ უმსხვილესი ინვესტორების რეიტინგში ყველაზე მეტ პოზიციებს.
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული 2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით (კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არიან დალაგებული)