„ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობას განაგრძობენ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ საღამოს მოხერხდა, თუმცა, ამინდის კვლავ გაუარესების გამო, ენერგოინფრასტრუქტურის დაზიანება კვლავ გრძელდებოდა.
„დაბა ხარაგაულს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. აბონენტები ელექტროენერგიას იღებენ ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩხერი, ჯაფარეული და ბაზალეთი. ყინულმოცვის გამო დაზიანებულია მაღალი ძაბვის ათობით ხაზი, შესაბამისად კომპანიის ზარალი დიდია. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ასევე ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, წალენჯიხის და ჩხუროწყუს რაიონულ ცენტრებს. თითქმის მთელი ღამე არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია მესტიის მუნიციპალიტეტს, თუმცა, ამ დროისთვის ენერგომომარაგება აქ აღდგენილია.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ტექნიკურ სამსახურს დიდთოვლობის გამო გადაადგილება უჭირს, აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური დამატებითი ბრიგადები ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან არიან ჩასულები დასავლეთ საქართველოში და კოლეგებს ეხმარებიან სამუშაოების ოპერატიულად შესრულებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: საქართველოში ერთი „ბოსტანია“ ბიძინა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილს უსაფრთხოების სხდომის ფარგლებში დაელაპარაკება თუ საკუთარ დენდროლოგიურ პარკში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

„სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!“ – რუსეთში ირანის საელჩოსთან აშშ-ისრაელის მიერ ერთობლივი სამხედრო ოპერაციისას ლიკვიდირებული აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტებითა და ყვავილებით შეიკრიბნენ (ვიდეო)

გიგი წერეთელი – ვერ დავადასტურებ, რომ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”