„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს შეეზღუდებათ.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიობუს სიფლებში საგურამო, ზედაზენი, წეროვანი, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვეშეთი, არახვეთი, ზემო მლეთა, ხარხეთი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ორხევი, ზურაბები, ვეძათხევა და მიმდებარე სოფლებში;
12:15-დან 12:45 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, ღორღა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ