„ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოში ავტომობილების დაზღვევის მომსახურებაზე, ელექტრონულ ფასთა გამოკითხვას აცხადებს

„ენერგო-პრო ჯგუფი“, ავტომობილების/სპეციალური ტექნიკის დაზღვევის მომსახურებასთან დაკავშირებით ფასთა გამოკითხვის ჩატარებას 20 ნოემბერს გეგმავს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროცესი იწარმოებს ღია, ელექტრონული აუქციონის წესით.
„ფასთა გამოკითხვა ცხადდება დაახლოებით 1100 ერთეულ ავტომობილის/სპეციალური ტექნიკის დაზღვევის მომსახურებაზე, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 15 000 000 დოლარია, ხოლო ავტომობილების მომსახურების არეალი საქართველოში ყველა ადმინისტრაციული ერთეულია. საბუთების წარდგენის ვადა იქნება 11 ნოემბრის ჩათვლით.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეთა კვალიფიციურობის კრიტერიუმები გამოცხადდება შემდეგ საიტებზე www.tenders.ge და www.etenders.ge ასევე კომპანიის ვებ გვერდზე www.energo-pro.ge“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო