ენერგორესურსებზე ფასების შესამცირებლად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს – ვიქტორ ორბანი

ენერგორესურსებზე ფასების შესამცირებლად, ევროკავშირმა ს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები ზრდის ენერგორესურსების ფასებს, რაც ხელს უშლის ბლოკის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას.
„ენერგორესურსების ფასები ნებისმიერი გზით უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში ენერგორესურსების ფასები არ დაიწევს“, – განაცხადა ორბანმა.