ენერგოპროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობის ვადა 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა. განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, კერძო სექტორს პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობა 2024 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლოთ, რა ვადაც თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა.
დაინტერესებული პირები, რომელიც დააკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად პროექტების განსახორციელებლად ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფიქსირებულ ტარიფს მიიღებენ.
მთავრობის განკარგულებით დადგენილია ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც 15 წლის განმავლობაში, პროექტის ინვესტორი სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს. აღნიშნული ტარიფები მეორე CFD აუქციონის გზით დადგინდა და შემდეგნაირად განისაზღვრება:
