ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებაში საქართველო ჩამორჩა უკრაინას და მოლდოვას – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ევროკომისიის ენერგეტიკული დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე მეხთილდ ვორსდორფერი აცხადებს.
მან საქართველოს პროგრესის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყანას კარგი პროგრესი აქვს სხვა მიმართულებებით.
„საქართველო ორგანიზაციის იმ წევრებს შორისაა, რომელსაც საგრძნობი პროგრესი ჰქონდა, რაც ჩვენს ანგარიშშიც აისახა. ქვეყანას კარგი პროგრესი სუფთა ენერგიის პაკეტის და დეკარბონიზაციის ნაწილში. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ საქართველო ჩამორჩა უკრაინას და მოლდოვას, რომლებსაც უფრო შთამბეჭდავი პროგრესი ჰქონდათ ენერგეტიკულ ნაწილში, ვიდრე საქართველოს. ასე, რომ საქართველომ ეს ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას“ – აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ მეხთილდ ვორსდორფერი.
ევროკომისიის ენერგეტიკული დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების“ დირექტორთან ერთად ვენაში გამართულ მინისტერიალზე 2023 წლის შესრულების ანგარიში წარადგინა, სადაც ორგანიზაციამ წევრი ქვეყნების მიერ ვალდებულებების შესრულება შეაფასა.
„საქართველო უნდა იბრძოდეს გაიხსნას ელექტროენერგიის და გაზის საბითუმო ბაზრები, სასწრაფოდ დაასრულოს ელექტროენერგიის და გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევება და სერტიფიცირება“ – ნათქვამია ანგარიშში.