„ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს“- ამ ლოზუნგით ენერგეტიკოსებმა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა გამართეს

„ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს“- ამ ლოზუნგით ენერგეტიკოსებმა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა გამართეს.
მსვლელობისას მარშის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, მათ მიტანილი ჰქონდათ ნათურები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
„საჭიროა დეესკალაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დაპატიმრებული უნდა გამოუშვან, ასევე უნდა დაინიშნოს ახალი , რომ შესაძლებლობა გვქონდეს დავუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას“,- აცხადებენ მარშის მონაწილეები.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა